ცხადია, სტუმრებს კონკურენტუნარიანი გუნდით უნდა დავხვდეთ, ამიტომაც საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი ზაზა დოლიძე) მომავალი ფესტივალისთვის მზადებას აქედანვე იწყებს. დასტურად ისიც გამოდგება, რომ სპორტის ამ სახეობის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების ჩასატარებლად ცნობილი ჩეხი სპეციალისტი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ფრანტიშეკ ტაბორსკი მოიწვია.
სტუმარმა თბილისში 18-21 თებერვალს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა, გუშინ კი მას ზაზა დოლიძესთან და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ