გულშემატკივარს ბეისბოლის ბურთი პირდაპირ თავში მოხვდა

AutoSharing Option
ამერიკის მთავარი ბეისბოლის ლიგის (MLB) კლუბის - "კოლორადო როკისის" გულშემატკივარმა ჯუდიტ რიზმა ტვინის შერყევა მიიღო მას შემდეგ, რაც მატჩის მსვლელობისას მოედნიდან გაშვებული ბურთი თავში მოხვდა.

9 აპრილს რიზი 69-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა და მან "როკისისა" და "სან ფრანცისკო ჯაიანტსის" მატჩზე დასწრება გადაწყვიტა. მეოთხე ინინგში (მატჩის მეოთხე პერიოდი) "როკისის" მოთამაშემ მაიკლ კადაიერმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც პირდაპირ თავში მოხვდა რიზს.

თამაში დროებით შეჩერდა, რადგან ექიმებს საკმაო დრო დასჭირდათ იუბილარისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად. ქალბატონი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და დამატებითი გამოკვლევის შემდეგ
შინ გაუშვეს.

"მე მხოლოდ ბურთს ვხედავდი. დავინახე მისი ტრაექტორია და ისიც, თუ როგორ მოხვდა თავში ქალს. იმედია, მას ყველაფერი წესრიგში ექნება", - განაცხადა სახიფათო დარტყმის ავტორმა კადაიერმა.

როგორც Fox Sports იტყობინება, ყველაფრის მიუხედავად, დაზარალებული მიიჩნევს, რომ მისმა დაბადების დღემ კარგად ჩაიარა. "მხოლოდ ორი ცუდი ამბავი მოხდა: თამაში ბოლომდე ვერ ვნახე და "როკისმა" წააგო", - თქვა რიზმა.

"ჯაიანტსის" ბეისბოლისტებმა შეხვედრა 7:0 მოიგეს. დასავლეთ დივიზიონში "როკისი" და "ჯაიანტსი" შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ. ახლახან დაწყებულ რეგულარულში გუნდებს თითო მოგება და სამ-სამი წაგება აქვთ.

* * *
MLB-ის ლიგაში მოთამაშე "ფლორიდას" მომავალი ხუთი მატჩის ჩატარება მთავარი მწვრთნელის, ოზი გილენის გარეშე მოუწევს.

კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დროებით ჩამოაშოროს მწვრთნელი სამუშაოს, რადგან ამ სპეციალისტმა ღიად გამოხატა აღფრთოვანება კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს მიმართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული