"
ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ ქართველ მეომრებს, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაინვალინდნენ. დღევანდელი ღონისძიება მათი მხარდამჭერი პროექტის შემადგენელი ნაწილია და ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება" - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში
რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც გლდანში "შატილის" სტადიონზე 7 აპრილს ბეისბოლში საქართველოს ნაკრებისა და ამერიკელ საზღვაო ქვეით მოსამსახურეთა ამხანაგურ მატჩს დაესწრო.
მატჩმა, რომელსაც ავღანეთში დაჭრილ-დაილვანიდებული მეომრებიც დაესწრნენ, დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ შეხვედრაში 15:3 წარმატება ქართველ სპორტსმენებს ხვდათ წილად.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა
ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც
ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
თორნიკე გაჩეჩილაძე