ბეისბოლი ავღანეთში დაჭრილთა მხარდასაჭერად

AutoSharing Option
"ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ ქართველ მეომრებს, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაინვალინდნენ. დღევანდელი ღონისძიება მათი მხარდამჭერი პროექტის შემადგენელი ნაწილია და ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება" - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც გლდანში "შატილის" სტადიონზე 7 აპრილს ბეისბოლში საქართველოს ნაკრებისა და ამერიკელ საზღვაო ქვეით მოსამსახურეთა ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

მატჩმა, რომელსაც ავღანეთში დაჭრილ-დაილვანიდებული მეომრებიც დაესწრნენ, დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ შეხვედრაში 15:3 წარმატება ქართველ სპორტსმენებს ხვდათ წილად.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც
ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

თორნიკე გაჩეჩილაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვამაყობ საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრებით და მოხარული ვიქნები თუ საზოგადოება მოცილდება ცოტა ხნით ფეხბურთს და ბეისბოლში გაერკვევა
sofia
23:54 07-04-2013
0

სიახლეები პოპულარული