ერთდღიანი შესვენების შემდეგ შტუტგარტში 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობაზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა და პირველი-მეთექვსმეტე ადგილებიც განაწილდა. სამწუხაროდ, ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ყველაზე სუსტი აღმოჩნდა _ ექვსივე მატჩი დათმო და ბოლო ადგილით დაკმაყოფილდა. შაბათს ჩვენებურებს ჰოლანდიელებმა სძლიეს 6:4 (3:0, 2:2, 1:1, 0:1), გუშინ კი ბულგარელებთან დავმარცხდით 1:6 (1:0, 0:2, 0:4, 0:0). ასე რომ, დიდ სარბიელზე. ბულგარელებმა, რომლებსაც ბოლო შეხვედრამდე, ასევე, ყველა მატჩი წაგებული ჰქონდათ, ერთი საფეხურით გვაჯობეს. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა.
მე-13 ადგილისთვის: ჰოლანდია-სლოვენია 18:6.
მე-11. გერმანია-რუსეთი 15:9.
მე-9.
სლოვაკეთი-თურქეთი 8:6.
მე-7. ჩერნოგორია-ესპანეთი 3:5
მე-5. უნგრეთი-საფრანგეთი 7:8