წილისყრამ "ლიგამუსის" მეტოქეები გამოავლინა

AutoSharing Option
გუშინ ევროპის საწყალოსნო სახეობათა ფედერაციაში გაიმართა წყალბურთელ ვაჟთა კონტინენტის თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა, რომელმაც თბილისის "ლიგამუსის" მეტოქეებიც გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თბილისში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო რაუნდში გავიდა.

7-9 ოქტომბერს ჩვენი წყალბურთელები ჰოლანდიაში, H ჯგუფში, ითამაშებენ. მათი მოწინააღმდეგენი იქნებიან: ASC დუისბურგ (გერმანია), VK Mornar შპლიტ (ხორვატია) და BZC Schuurman (ჰოლანდია).

ევროპის თასზე მონაწილე 29 გუნდი რვა ჯგუფშია განაწილებული. ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალში გავა. მესამე ეტაპის წილისყრა 16 ოქტომბერს ზაგრებში (ხორვატია) გაიმართება.

ევროპის
თასის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული თბილისის "ივერია". რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ხუთივე შეხვედრა დათმეს: "პანიონიოსთან" (საბერძნეთი)-2:17, "მორნარ სპლიტთან" (ხორვატია)-5:20, "ენკასთან " (სტამბოლი)-3:12, "ამეფა არადთან" (რუმინეთი)-8:9, "ვასპო ჰანოვერთან" (გერმანია)-6:13 და B ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული