ქართველმა წყალბურთელებმა სამივე შეხვედრა წააგეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სხვადასხვა ქალაქში წყალბურთელ ვაჟთა საკლუბო გუნდების ევროპის თასის გათამაშების მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი", რომელმაც წარმატებით გადალახა თბილისში პირველი ბარიერი, ამჯერად ჰოლანდიაში გამოდიოდა.

საქართველოს წყალბურთელებმა H ჯგუფის სასტარტო შეხვედრა ნიდერლანდების ჩემპიონ "შუურმანთან" დაძაბულ პაექრობაში ორი ბურთის სხვაობით დათმეს 9:11 (2:3, 2:3, 3:3, 2:2). მომდევნო ორი ორთაბრძოლა ლიგამუსელებმა უფრო დიდი ანგარიშებით წააგეს: ხორვატიის მე-3 პრიზიორ "მორნარ სპლიტთან" - 8:19 (2:5, 2:5, 0:4, 4:5), გერმანიის ვიცე-ჩემპიონ "დუისბურგთან" - 10:20 (3:4, 2:5, 3:6, 2:5). ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები
ასე დამთავრდა: "მორნარ სპლიტი"-"დუისბურგი" 14:5 (4:3, 1:1, 5:0, 4:1), "შუურმანი"-"დუისბურგი" 10:9 (3:1, 1:3, 2:3, 4:2), "შუურმანი"-"მორნარ სპლიტი" 7:13 (3:4, 1:4, 1:4, 2:1). საბოლოოდ ევროპის თასის გათამაშების 16 საუკეთესოში ჯგუფის ფავორიტი "მორნარ სპლიტი" და გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად მასპინძლები - "შუურმანის" წყალბურთელები გავიდნენ.

თ     მ     ფ     წ        ბ       ქ
"მორნარ სპლიტი"    3     3      0     0    46-20   9
"შუურმანი"              3     2      0     1    28:31   6
"დუისბურგი"          3     1       0     2    34:34  3
"ლიგამუსი"             3     0      0      3    28:49  0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული