ფავორიტები უკონკურენციოდ

AutoSharing Option
1998 წელსა და უფრო გვიან დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობაზე 8 გუნდს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბათუმელებმა შეჯიბრებაზე უსახსრობის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლეს, რის გამოც მეტოქეებთან ტექნიკური წაგება (0:10) ჩაეწერათ.

9 მარტს საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" მე-2 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. "ლიგამუსი-2"-ისა და "ქუთაისის" შეხვედრაში თავიდანვე სტუმრები დაწინაურდნენ 2:0. ეს ორბურთიანი სხვაობა მათ საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს და 5:3 გაიმარჯვეს. "ბათუმს" "ივერია-2"-თან მორიგი წაგება ჩაეთვალა.

დანარჩენ ორ პაექრობაში ფავორიტთა უპირატესობა აშკარა იყო: "ივერია-1" - "თბილისი" 15:1, "ლიგამუსი-1" - "საჩხერე" 22:0.

10 მარტს მე-2 ტურის დასკვნითი
შეხვედრები გაიმართება: "საჩხერე"-"თბილისი", "ივერია-1"-"ივერია-2", "ლიგამუსი-1"-"ქუთაისი". მათი შედეგებით საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები გამოვლინდება, რომლებიც ორი კვირის შემდეგ მედლებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული