ფინალური ასპარეზობის ორი საგზურისთვის, მასპინძლებთან ერთად, ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები იბრძოლებენ.
ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, კარგა ხანია, ემზადება.
ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშეს, ათდღიანი შეკრება სერბეთში გაიარეს. სამი მაისიდან კი გორშოვში (პოლონეთი) "სლოვიანკას თასის" გათამაშებაში ჩაებნენ.
მთავარი პრიზისთვის აქ ექვსი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს: პოლონეთი, ინგლისი, საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ისრაელი.
ჩვენმა წყალბურთელებმა (შუბლაძე, ჩიქვინიძე, ხარჩილაძე, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ფავლენიშვილი, ჯახაია,
ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებსაც მიიჩნევდნენ. არადა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაზე იოლად სწორედ ეს გუნდი დაამარცხეს - 13:4. ჩომახიძის შეგირდებმა, ეტყობა, წინა ოთხ ორთაბრძოლას დიდი ენერგია შეალიეს. ამიტომ 6 მაისს "სლოვიანკას თასის" გათამაშების ბოლო ტურის პაექრობა ბელარუსებთან მძიმედ დაიწყეს და პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით (1:2) დათმეს, თუმცა მე-2 რვაწუთიან მონაკვეთში შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა - 3:1.
ბოლო ორი პერიოდი ფრედ (1:1, 4:4) დასრულდა. მატჩი ჩვენებმა 9:8 მოიგეს და ქულათა მაქსიმუმით მთავარი პრიზიც დაიმსახურეს.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
საქართველო 5 5 0 0 59:36 15
უკრაინა 5 3 0 2 42:43 9
პოლონეთი 5 2 1 2 42:39 7
ბელარუსი 5 2 0 3 44:43 6
ისრაელი 5 1 2 2 37:45 5
ინგლისი 5 0 1 4 33:51 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"