"ოლიმპიკის" აუზში გამართული პაექრობები კი უშეღავათოდ და საინტერესოდ წარიმართა.
ჭაბუკთა ნაკრები - "თბილისი" 12:18 (2:4, 4:5, 5:4, 1:5)
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (2), რევია, იმნაიშვილი, გაბადაძე, ბითაძე (1), ჯახაია (3), ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი (1), კაკულია (3), თუხარელი. მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (6), კოტარია (3), ბაბუნაშვილი, ლაითაძე (2), ყავლაშვილი (1), ქავთარაძე, ტუკვაძე (1), რაფავა, ჩერქეზიშვილი
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "თბილისი" ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის წინ მე-2 ადგილზე იყო. ამიტომ პოზიციების გასამყარებლად ჭაბუკთა ნაკრებთან გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.
ამ ამოცანის გადაჭრა მას არ გასჭირვებია: პირველსავე პერიოდში 4:2 დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი სამბურთიანი სხვაობით (9:6) წავიდა. მესამე რვაწუთიან მონაკვეთში ჭაბუკებმა იყოჩაღეს, თუმცა პერიოდი მხოლოდ ერთი ბურთით მოიგეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 12:18 დათმეს.
"ივერია" - "ზვიგენები"14:12 (6:2, 1:3, 4:4, 3:3)
"ივერია": ჩიკვაიძე, შუბლაძე, ქარჩილაძე (2), ჯახაია, ცანკაშვილი (3), სხილაძე, ქართველიშვილი (3), კაკულია, ურუშაძე (4), სულაძე (2), ყაზახაშვილი, კახეთელიძე, კაპანაძე. მწვრთნელი - ჩხარტიშვილი.
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე, მოსეშვილი (4), ჩოდრიშვილი (1), ბერიშვილი, შერვაშიძე (1), გოგელია (3), ცაგარელი, ბრეგვაძე (1), დოლიძე, ალხაზოვი (1), ბაღათურია (1), ქოიავა, დაუშვილი, ჩუბინიძე.
24 მაისს სტამბულში ახალგაზრდა წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
ფაქტობრივად, ამ სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული "ივერიის" გუნდი, რომელიც მე-4 ტურში "ზვიგენებს" შეხვდა და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ პერიოდში გადაწყვიტა - მეტოქის კარში ივერიელებმა ექვსი ბურთი გაიტანეს და საკუთარში კი ორი გოლი გაუშვეს.
მეორე რვაწუთიან მონაკვეთში "ზვიგენებმა" იმძლავრეს (3:1), თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ბოლომდე ვერ მოახერხეს. შესვენების შემდეგ ორივე პერიოდი ფრედ დამთავრდა. საბოლოოდ "ივერიამ" 14:12 გაიმარჯვა.
"ივერია" - "ლიგამუსი" 11:13 (1:3, 2:5, 4:3, 4:2)
"ივერია": შუბლაძე, ჩიკვაიძე (2), ქარჩილაძე (1), ჯახაია, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი (7), კაკულია, ურუშაძე (1), სულაძე, ყაზახიშვილი, კახეთელიძე, კაპანაძე. მწვრთნელები - ჩომახიძე, ჩხარტიშვილი.
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (1), ჩიკვაიძე, ხვედელიანი (1), რუსიშვილი (6), გიორგაძე (1), გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი (2), გაბადაძე, შენგელია. მწვრთნელი - ისელიძე.
იმის მიუხედავად, რომ "ლიგამუსი" ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენს, ხოლო "ივერიაში" უმთავრესად ახალგაზრდები თამაშობენ, მათი პაექრობა ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა.
ამ მხრივ არც მე-4 ტურის შეხვედრა იყო გამონაკლისი. შესვენებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრები გამოირჩეოდნენ და პირველი ორი პერიოდი 8:3 მოიგეს. სამაგიეროდ, ბოლო ორ რვაწუთიან მონაკვეთში ივერიელებმა იყოჩაღეს 8:5, თუმცა საბოლოო ანგარიშში მაინც "ლიგამუსმა" იმარჯვა.
ჭაბუკთა ნაკრები - "ზვიგენები" 10:13 (2:2, 1:5, 3:1, 4:5)
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე, რევია, იმნაიშვილი (1), გაბადაძე (1), ბითაძე, ჯახაია (3), ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი (3), კაკულია, თუხარელი. მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე (3), მოსეშვილი, ჩოდრიშვილი (1), ბერიშვილი, შერვაშიძე, გოგელია (3), ცაგარელი (2), ბრეგვაძე, დოლიძე, ალხაზოვი, ბაღათურია (3), ქოიავა (1), დაუშვილი, ჩუბინიძე. მწვრთნელი - მაისურაძე.
ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ თამამად ჩაერთო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც უმთავრესად 1996-97 წლებში დაბადებული წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული. სერბი სპეციალისტის, იოვან პოპოვიჩის შეგირდები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ გამოცდილ და უფროს კოლეგებს.
"ზვიგენებთან" პაექრობაშიც არაფერი დაუშურებიათ წარმატების მისაღწევად. პირველი პერიოდი ფრედ დაამთავრეს, მესამე 3:1 მოიგეს კიდეც, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფორტუნა ამ დღეს "ზვიგენების" მხარეს იყო - 13:10.
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ: "ლიგამუსი" - 16, "თბილისი" - 12, ჭაბუკთა ნაკრები - 8, "ივერია" - 8, "ზვიგენები" - 4, "ბათუმი" - 0 ქულა.
5-6 ივნისს მე-5 ტურში ითამაშებენ: ჭაბუკთა ნაკრები - "ივერია", "თბილისი" - ლიგამუსი", "ლიგამუსი" - ჭაბუკთა ნაკრები, "ზვიგენები" - "თბილისი". ამ ტურის შემდეგ პლეი ოფის მონაწილეები გამოვლინდებიან.
პლეი ოფამდე ტური დარჩა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"