ქართველმა 19-წლამდელებმა მოლდოვას ძლიეს

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სტამბოლში გრძელდება 19 წლის წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხუთი გუნდის მონაწილეობით.

სტარტზე მასპინძლებთან განცდილი მარცხის შემდეგ, 25 მაისს რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა აღმავლობით ითამაშეს მოლდოველების წინააღმდეგ და მეტოქე 11:7 დაამარცხეს.

ჩვენებურთაგან გოლები გაიტანეს ჩიქვინიძემ (4), სულაძემ (3), ქართველიშვილმა (2), კაკულიამ (1) და გელაშვილმა (1).

საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად პრინციპული დაპირისპირება ექნება ბელარუსებთან, რომლებმაც სტარტზე მოლდოვას მოუგეს - 16:11.

საგულისხმოა, რომ მაისის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა პოლონეთში "სლოვიანკას თასის" გათამაშებაზე სლავებს ერთი ბურთის სხვაობით (9:8) აჯობა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული