ევროლიგა დაიწყო

AutoSharing Option
26 სექტემბერს ევროპის 9 ქალაქში სტარტი აიღო წყალბურთელ ვაჟთა ევროლიგის შესარჩევმა ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 22 კლუბი მერვედფინალის 16 საგზურისთვის იბრძოლებს.

როგორც გაუწყეთ, "ლიგამუსი-თბილისი" ვიზების პრობლემის მოუგვარებლობის გამო უნგრეთში ვერ გაემგზავრა და პირველი ტურის შეხვედრას იქაურ "ეგერთან" მოგვიანებით გამართავს.

რაც შეეხება A ჯგუფის სხვა გუნდებს, საბერძნეთის ოთხგზის ჩემპიონმა და თასის სამგზის მფლობელმა, ევროთასის 1997 წლის გამარჯვებულმა "ვოულიაგმენმა" ასევე ტიტულოვან ვოლგოგრადის "სპარტაკს" 11:6 მოუგო.

B ჯგუფი. "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი)-"დუბროვნიკი" (ხორვატია) 6:10, "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)-კრეუზლინგი"
(შვეიცარია);

C ჯგუფი. "ბრეშია" (იტალია)-"ვოივოდინა" (ნოვი სადი) 13:9,
"ბარსელონიტა" (ესპანეთი)-"სინთეზი" (ყაზანი) 10:7;

D ჯგუფი. "ბეტონი" (უნგრეთი)- "შპანდაუ-04" (ბერლინი) 8:5, "პარტიზანი" (ბელგრადი)- "გალათასარაი" (თურქეთი) 5:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული