ლიდერები იგებენ და პოზიციებს ინარჩუნებენ

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" 16 წლისა და უმცროსი ასაკის წყალბურთელთა მე-5 ტურის მატჩებს უმასპინძლა. პირველ პაექრობაში "ბათუმმა" "თბილისს" აჯობა - 17:13, თუმცა იმავე დღეს ზღვისპირელებმა უშანსოდ წააგეს (1:24) ერთპიროვნულ ლიდერ "ივერიასთან", რომლის შემადგენლობაში 5 გოლით ჯახაია გამოირჩა.

მეორე ადგილზე მყოფმა "ლიგამუსმა" "ივერია-2" დაჯაბნა - 17:7. ტურნირზე ისევ არ გამოცხადდა "ტონუსი", რომელსაც პირველ დღეს "ქუთაისთან", შემდეგ კი "ბათუმთან" ჩაეწერა ტექნიკური წაგება 0:10.

ორი დღის განმავლობაში გათამაშების ცხრილში მესამე გამარჯვება ჩაიწერა "ბათუმმა" - "ქუთაისი" დაამარცხა 10:8. დაძაბული გამოდგა "ივერიისა" და "ივერია-2"-ის პაექრობა. პირველი
ტაიმი ფრედ - 7:7 დასრულდა. შესვენების შემდეგ ლიდერებმა იძალეს და 16:12 გაიმარჯვეს. 6 გოლით თავი ისევ ჯახაიამ გამოიჩინა.

დღეისთვის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: "ივერია" - 33, "ლიგამუსი" - 27, "ბათუმი" - 20, "ივერია-2" - 10, "თბილისი" - 9, "ქუთაისი" - 7, "ტონუსი" - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული