"ლიგამუსი-თბილისი" 28 ნოემბერს "ვულიაგმენს" უმასპინძლებს

AutoSharing Option
28 ნოემბერს წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" A ჯგუფის ლიდერს, საბერძნეთის "ვულიაგმენს" უმასპინძლებს.

ელადელები თავიანთი ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონები და სამგზის თასის მფლობელები არიან, 1997 წელს ევროპის თასის მფლობელთა თასი დაისაკუთრეს.

ევროლიგის ჯგუფური ტურნირის განვლილ ოთხ ტურში ბერძნებმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს და თბილისშიც მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა კი პირიქით - აქამდე გამართული სამივე პაექრობა დათმეს.

28 ნოემბერს A ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: "ეგერი" (უნგრეთი) - "შუურმანი" (ჰოლანდია), "სპარტაკი" (ვოლგოგრადი) - "ვასპო-98"
(გერმანია).

დანარჩენ ჯგუფებში ითამაშებენ:

B ჯგუფი. "დუბროვინიკი" (ხორვატია) - "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), "მონპელიე" (საფრანგეთი) - "კრეუზლინგენი" (შვეიცარია).

C ჯგუფი. "სინთეზი" (ყაზანი) - "ბრეშა" (იტალია), "მარსელი" (საფრანგეთი) - "ვოივოდინა" (ნოვი სადი).

D ჯგუფი. "გალათასარაი" (თურქეთი) - ბეტონი" (უნგრეთი), "შპანდაუ 04" (ბერლინი) - "ორადეა" (რუმინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული