ამერიკის ქალ წყალბურთელთა გუნდის თორმეტმა წევრმა ჟურნალ ESPN The Magazine-ისთვის ეროტიკულ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. სპორტსმენმა გოგონებმა კამერის წინ პოზიორობას თავი ჯეროვნად გაართვეს და საკმაოდ იხალისეს კიდეც.
”აქამდე ფოტოები შიშველს არასოდეს გადამიღია. - ამბობს ჰითრა პეტრი. - მაინტერესებდა, როგორ დაიჭერდნენ თავს ფოტოგრაფი და მისი მამაკაცი ასისტენტები , როდესაც ჩემს სხეულზე სამოსი აღარ დარჩებოდა. როდესაც ფოტოსესია დასრულდა, ეს ყველაფერი ნორმალურ ხელოვნებად, მხატვრულ პროცესად მოგვეჩვენა".
”ჟურნალისთვის გადაღებებში მონაწილეობა ჩემი ნებით მივიღე, რადგან მინდოდა წყალბურთელების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპი დამერღვია, - ამბობს ლორენ ვენჯერი. - ხშირად მესმის,
რომ გოგონები და ქალები თავს იკავებენ და ეშინიათ სპორტის ამ სახეობაზე შესვლა, რადგან სხეულის მეტისმეტად დაკუნთვას უფრთხიან. ვფიქრობ, ეს ფოტოსესია მსოფლიოს დაანახებს, რომ ჩვენი სხეულები საკმაოდ ქალური და მომხიბვლელია”.
იხილეთ ფოტოგალერეა