საქართველოს 1995 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრები (კოჩიაშვილი, ჩიკვაიძე, შენგელია, იმნაიშვილი, გაბადაძე, ბითაძე, ჯახაია, ზაქარეიშვილი, კახეთელიძე, ყაზახაშვილი, ჩომახაშვილი, კაკულია, ინწკირველი, მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი) ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა სერბეთში, საიდანაც მასპინძელ თანატოლებთან ერთად ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირზე (?აფხულის თასი) გადაინაცვლა. შეჯიბრებაში ხუთი გუნდი (სერბეთი, რუმინეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, საქართველო) მონაწილეობდა.
მთავარი პრიზი სერბებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ოთხივე შეხვედრა მოიგეს. 6 ქულით მეორე ადგილზე კარპატელები გავიდნენ. 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები თურქებმა და სლოვაკებმა გაინაწილეს. ჩვენი გუნდი, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა დათმო, ბოლო ადგილით დაკმაყოფილდა.