ამ ხნის განმავლობაში აუზზე სპორტსმენთა რაოდენობაც გაიზარდა და, რაც მთავარია, ისინი წარმატებით გამოდიან შინ თუ საერთაშორისო სარბიელზე.
- აუზზე ამჟამად 7 მწვრთნელი მუშაობს. ბოლო ხანებში მეცადინეობის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდა. მას შემდეგ, რაც ჩემმა თაობამ სპორტს თავი დაანება, ძირითადად, მოზარდები დარჩნენ, რომლებიც პერსპექტიულ მოცურავეებად ითვლებიან. მათზე შედარებით უფროსები გიორგი დუდაშვილი და ვლადიმერ ტერლეცკი ნაკრების წევრები არიან და 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ.
შარშან საქართველოს ასაკობრივ
- რამდენიმე წელიწადია, რაც შარშანდლამდე გორში საქართველოს პირველობა ცურვაში აღარ ჩატარებულა...
- დიახ, გორში შეჯიბრებები მართლაც აღარ ტარდებოდა. ამჯერად ეს სამხედრო აკადემიის აუზზე, ცურვის ფედერაციისა და გორის სპორტის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.
- თქვენი აუზის შენობა დიდი ხანია სარემონტოა, რატომ ჭიანურდება საქმე?
- ქალაქის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტში 2014 წელს გაითვალისწინა საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხა. ასე რომ, პირობების გაუმჯობესების მოლოდინში ვართ. ამ აუზის რემონტის შემდეგ გორს საქართველოში ცურვის ერთ-ერთ სერიოზულ ცენტრად ვაქცევთ. შეჯიბრებებიც მრავლად გაიმართება, სპორტსმენთა რაოდენობაც მოიმატებს.
მერწმუნეთ, ვინც თავად გამოცდის საკუთარი შედეგის თუნდაც წამის მეათედით გაუმჯობესების სიხარულს, ის ადვილად ვეღარ დაანებებს თავს სპორტის ამ სახეობას. გვინდა აგრეთვე, რომ ჩვენი აუზი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც სასურველი ადგილი გახდეს შეკრებების ჩასატარებლად.
- თავადაც ხომ აპირებთ აქტიურ სპორტში დაბრუნებას?
- ტრავმა ისევ მაწუხებს. არადა, ცურვის გარეშე ძალიან მიჭირს, ტკივილგამაყუჩებლებით მაინც ვვარჯიშობ.
- აუზზე მეცადინეობა ალბათ ფასიანია. ეს არ გიქმნით პრობლემას სპორტსმენებთან?
- წარმატებული მოცურავეებისთვის გათვალისწინებულია შეღავათები. გადასახადი მიღწევების ზრდის შესაბამისად მცირდება. სხვათა შორის, ასეთი მიდგომა საქართველოში იშვიათობაა. ერთხანს თბილისში, თავად რომ ვვარჯიშობდი, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ოსტატი ვარ, ჩვეულებრივ გადასახადს ვიხდიდი.
- დღევანდელი მოსწავლეები სკოლას დაამთავრებენ, მერე...
- ეს საერთო პრობლემაა. იმისათვის, რომ მოცურავეებმა შემდეგაც გააგრძელონ დაოსტატება, საქართველოს ცურვის ფედერაციაში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას აპირებენ. ვნახოთ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"