საქართველო-თურქეთი 8:4 - ორმატჩიან სერიაში დავწინაურდით

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში 15 თებერვალს თურქეთი 8:4 დაამარცხა და ორმატჩიან სერიაში 1:0 დაწინაურდა.

საცურაო აუზ "ოლიმპიკში" გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლის გატანა შეძლო ნატურალიზირებულმა ლეგიონერმა მარკო ელაჩამ, 2 გოლი დამირ ცრეპულიამ შეაგდო, თითო-თითო კი მარკო ელეზმა, რევაზ ჩომახიძემ და ზურაბ რურუამ გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბულში 1 მარტს გაიმართება. საქართველო-თურქეთის დაპირისპირებაში გამარჯვებულად ორი მატჩის ჯამში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი გამოცხადდება.

საქართველოს ნაკრები თურქეთში გასამართი მატჩის სასურველი ანგარიშით
დასრულების შემთხვევაში, არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას. ევროპის ჩემპიონატი 13-26 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

წყალბურთი. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი
15 თებერვალი, თბილისი, საცურაო აუზი "ოლიმპიკი"
საქართველო - თურქეთი 8:4
(3:1, 2:1, 2:1, 1:1)

გოლები:
საქართველო: ელაჩა (3), ცრეპულია (2), ელეზი, ჩომახიძე, რურუა (1)
თურქეთი: ოზბაკისი (3), სუტალო (1)

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე(მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე
მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული