საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველად მსოფლიოს ლიგაზე ითამაშებს

AutoSharing Option
საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია საწყალბურთო ქვეყნების ნაკრები გუნდებისთვის ყოველწლიურად მართავს მსოფლიოს ლიგის გათამაშებას. ქართული სპორტის ისტორიაში წლეულს პირველად მიიღეს შემოთავაზება ჩვენი ქვეყნის წყალბურთელებმა გრანდთა ტურნირში მონაწილეობაზე.

ევროპიდან ამ შეჯიბრებაში 12 გუნდი იასპარეზებს. ისინი წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უნგრეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს გაუწევს მეტოქეობას. პაექრობები გაიმართება ორ წრედ შინ და გარეთ.

B ჯგუფი. სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი, საფრანგეთი
C ჯგუფი. ხორვატია, იტალია, რუსეთი, თურქეთი.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიგაზე პირველ მატჩს 20 ოქტომბერს უნგრეთში ითამაშებს. ამავე დღეს რუმინეთი საბერძნეთს
უმასპინძლებს.

მეორე ტურის პაექრობები 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენები საბერძნეთს დაუპირისპირდებიან სტუმრად, უნგრელები რუმინელებს მიიღებენ.

1 დეკემბერი. საქართველო-რუმინეთი, საბერძნეთი-უნგრეთი.
მეორე წრის შეხვედრები გაისად გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული