საქართველოს ნაკრები E ჯგუფში გამოდიოდა. პაექრობები ისრაელში გაიმართა. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მასპინძლები, ჰოლანდიელები, ქართველები და ლიტველები. ჩვენმა ბიჭებმა მწვრთნელების - იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით, ორი შეხვედრა მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და კონტინენტის პირველობის დასკვნით ტურნირში თამაში უფლება ზედიზედ მეორედ დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მედლებისთვის 16 ქვეყნის
2014 წლის პირველობის შედეგებით, ბელგრადში გამოსვლის უფლება უკვე ჰქონდათ სერბეთს, ესპანეთს, რუმინეთს, ჩერნოგორიას, ხორვატიას, უნგრეთს, იტალიასა და საბერძნეთს. დანარჩენი რვა საგზურისთვის 16 გუნდი იბრძოდა.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა შინ პორტუგალიას და შვეიცარიას მოუგეს, სლოვაკეთთან კი ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ფინალში მოხვედრის შანსი და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს.
აღთქმულ მიწაზე პირველი მატჩი ჩვენმა ბიჭებმა ჯგუფის ფავორიტ ჰოლანდიასთან, 25 სექტემბერს გამართეს. საწყისი რვა წუთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 1:1 დამთავრდა. მეორე პერიოდი ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიგეს - 2:0, ბოლო ორი რვაწუთიანი მონაკვეთი ქართველებისა იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ფრეს დასჯერდნენ.
ჰოლანდია-საქართველო 5:5
1:1, 2:0, 1:2, 1:2
ჰოლანდია: ელკო ვაგენაარი, ლარს რეუტენი, იორან ფრაუენფელდერი, რუდ ვან დერ ჰორსტი, ლუკას გიელენი, რობინ ლინდჰიუტი (3), ლარს ალბერტუს გოტემაკერი (1), სებასტიან ვან მილი, ჯოეფ ვან დენ ბერსელაარი, როელანდ სპიკერი, ჯესი კოოპმანი, ტომას ლუკასი (1), რუბენ ჰოეპელმანი.
საქართველო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია (2), მარკო ელეზი, მარკო ელეჩა, ანდრია ბითაძე (1), გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ზურაბ ჩიკვაიძე, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი.
პირველ ტურში ისრაელმა ლიტვასთან წააგო - 8:11 (1:2, 3:2, 2:4, 2:3). რაც შეეხება მეორე ტურს, 26 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს პოპოვიჩისა და ისელიძის შეგირდებს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ჰოლანდიელებმა ლიტვას აჯობეს - 25:3 (5:0, 5:2, 7:0, 8:1).
ისრაელი-საქართველო 6:17
1:5, 2:2, 1:5, 2:5
ისრაელი: გალ კაზირი, ნირ გროსი (1), ნითაი კოჰენი (1), ტამირ ფრიედი, ტალ შეჩტერი, ორ კერენი (1), დან ეროსი (1), შეკიდ იაკობი, ნოამ გუტმანი, იარდენ გოლანი, იარივ ზონანშტერნი (2), ტომ გრუნდლიანდი, იაჰავ ფირი.
საქართველო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე (1), დამირ ცრეპულია (3), მარკო ელეზი (2), მარკო ელეჩა (1), ანდრია ბითაძე, გიორგი ხვედელიანი (3), მიხეილ ბაღათურია (3), ზურაბ რურუა (2), კონსტანტინე გეგელაშვილი (1), ზურაბ ჩიკვაიძე, რევაზ იმნაიშვილი (1), ივან სტრუიჩი.
გუშინ, 27 სექტემბერს, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიტვას სძლია, საშინაო მონაგარს (6 ქულა) ისრაელში მოგროვებული 7 ქულა მიუმატა და 13 ქულით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებაც გაინაღდა ისევე, როგორც ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელმაც გუშინ ისრაელის ეროვნული გუნდი დაჯაბნა - 14:2 (4:0, 3:2, 3:0, 4:0) და ორი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯამში 16 ქულას მოუყარა თავი.
საქართველო-ლიტვა 18:6
5:1, 2:1, 6:1, 5:3
საქართველო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე (2), დამირ ცრეპულია (1), მარკო ელეზი, მარკო ელეჩა (2), ანდრია ბითაძე (1), გიორგი ხვედელიანი (3), მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა (2), კონსტანტინე გეგელაშვილი (3), ზურაბ ჩიკვაიძე (1), რევაზ იმნაიშვილი (1), ივან სტრუიჩი.
ლიტვა: ანდრეი რომეტკო, ეიმანტას ვიშნიაუსკასი, ეგიდიუს სუტკუსი, იულიუს გოშტაუტაის, რიმანტას იაკუტისი, ტაუტვიდას შიმანსკასი (1), მარიუს იაკიმჩიკასი, მანტას პელაკაუსკასი, ანტონ სუგონიაკი, ნორვიდას ზაპუსტასი, რიუს ვადვილავიჩიუსი, იან ბაკულო (5), ვილიუს ალბრეჩტასი.
E ჯგუფი (ისრაელი)
თ მ ფ წ ბ ქ +ქ
ჰოლანდია 3 2 1 0 44:10 7 16
საქართველო 3 2 1 0 40:17 7 13
ლიტვა 3 1 0 2 20:51 3 3
ისრაელი 3 0 0 3 16:42 0 3
F ჯგუფი (საფრანგეთი)
უკრაინა-სლოვაკეთი 3:13, საფრანგეთი-ბელორუსი 17:4, ბელორუსი-უკრაინა 9:9, საფრანგეთი-სლოვაკეთი 10:9, სლოვაკეთი-ბელორუსი 17:5, საფრანგეთი-უკრაინა 17:6.
თ მ ფ წ ბ ქ +ქ
საფრანგეთი 3 3 0 0 44:19 9 15
სლოვაკეთი 3 2 0 1 39:18 6 15
ბელორუსი 3 0 1 2 18:43 1 4
უკრაინა 3 0 1 2 18:39 1 1
G ჯგუფი (მალტა)
გერმანია-პოლონეთი 10:3, შვეიცარია-მალტა 8:20, გერმანია-შვეიცარია 21:0, პოლონეთი-მალტა 8:13, პოლონეთი-შვეიცარია 13:12, გერმანია-მალტა 24:3.
თ მ ფ წ ბ ქ +ქ
გერმანია 3 3 0 0 55:6 9 16
მალტა 3 2 0 1 36:40 6 9
პოლონეთი 3 1 0 2 24:35 3 9
შვეიცარია 3 0 0 3 20:54 0 0
H ჯგუფი (რუსეთი)
თურქეთი-პორტუგალია 14:9, რუსეთი-ლატვია 37:0, ლატვია-პორტუგალია 0:30, რუსეთი-თურქეთი 11:8, თურქეთი-ლატვია 29:0, პორტუგალია-რუსეთი 4:16.
თ მ ფ წ ბ ქ +ქ
რუსეთი 3 3 0 0 64:12 9 18
თურქეთი 3 2 0 1 51:20 6 12
პორტუგალია 3 1 0 2 43:30 3 6
ლატვია 3 0 0 3 0:96 0 0
ამდენად, ზემოთ დასახელებულ რვა გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ ფინალში დაემატებიან: რუსეთი, გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, საქართველო, თურქეთი და მალტა (პოლონეთმა მალტის მსგავსად ორი რაუნდის ჯამში 9 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უშუალო კონკურენტთან დამარცხდა და ფინალს მიღმა აღმოჩნდა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"