საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: საბერძნეთისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები გაისად, 10-23 იანვარს ბელგრადში მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩვენები C ჯგუფში იტალიას, რუმინეთსა და გერმანიას დაუპირისპირდებიან.

ამ შეჯიბრებისთვის ქართველი წყალბურთელები მონდომებით ემზადებიან. ერთ-ერთი ეტაპი მსოფლიოს ლიგაში მონაწილეობაცაა, რომელშიც ჩვენები პირველად მიიწვიეს.

20 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 10:17. იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდები 17 ნოემბერს ათენში საბერძნეთის ნაკრებს გაუწევენ მეტოქეობას, 1-ელ დეკემბერს კი შინ რუმინელებს უმასპინძლებენ.

უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "ლოკომოტივი" ამჟამად სერბეთის ქალაქ ნოვი
სადში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე. გუნდთან ერთად არის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, რომელიც "ლოკომოტივსაც" ეხმარება და ნაკრების მოთამაშეებთანაც მუშაობს ინდივიდუალურად.

ეროვნული გუნდის წყალბურთელები სერბეთიდან პირდაპირ საბერძნეთში ჩავლენ, სადაც მათ შეუერთდებიან ლეგიონერებიც: რევაზ იმნაიშვილი ("სეგეტი", უნგრეთი) და ანდრია ბითაძე ("ბარსელონა", ესპანეთი). თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავლენ ელადაში ნატურალიზებული წყალბურთელები - ივან სტრუიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი და მარკო ელაჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული