დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები წლეულს პირველად მონაწილეობს მსოფლიო ლიგის გათამაშებაში. ჩვენმა ბიჭებმა პირველი ორი ტურის შეხვედრები სტუმრად გამართეს უნგრეთსა და საბერძნეთში და ორივე მატჩი დათმეს.

დღეს, 1-ელ დეკემბერს, მესამე ტურში "ოლიმპიკის" აუზში რუმინეთს უმასპინძლებენ. საგულისხმოა, რომ წინა ორი ორთაბრძოლა კარპატელებმაც წააგეს.

ჩვენი გუნდი დღეს ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ შუბითიძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე.

შეხვედრა თბილისის დროით 18.30 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული