საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის C ჯგუფში პირველი შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 6:12 დამარცხდა.

11 იანვარს, ბელგრადში, "კომბანკ არენაზე" გამართული მატჩის პირველ ნახევარში ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს - ტაიმებს შორის შესვენებაზე ანგარიში 4:4 იყო, თუმცა ამის შემდეგ რუმინელთა აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლებით მიხეილ ბაღათურია (2), დამირ ცრეპულია (2), ზურაბ რურუა და მარკო ელეზი გამოირჩნენ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ასევე იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ჰყავს. მომდევნო მატჩს ვლადიმერ ისელიძისა და
იოვან პოპოვიჩის
შეგირდები 13 იანვარს, გერმანიასთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით გამოდის: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კოტე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
)))da rodis dauwyiat mogebit?.. ((sulrom 6 burti mainc gaaqvt argixariat?satiralo roariyos ((daglilobidan burt arawvdian ertmanets roardaixchon burtze icheren chazirvidan tavs.P.S.araa savaldebulo yvelasporti gvqondes 3 milionze cota met ers.moda xomaraa??tore netamc mogebit viwyebdet da vasrulebdet nebismier sportul saxeobebs
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული