11 იანვარს ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:12 დამარცხდა. პაექრობის დამთავრების შემდეგ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ვეტერან წყალბურთელ შოთა ბაღათურიას:
"რუმინელები ჯგუფში მეორე ნომრად არიან განთესილნი, ამიტომ გუშინდელ მატჩში მათი დამარცხება სენსაციად მოინათლებოდა.
პაექრობის მესამე პერიოდიდან კარპატელებმა გვიჩვენეს, რისი შემძლენი არიან. თუმცა ამას ჩვენებმაც შეუწყვეს ხელი.
პირველი 16 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო: ქართველმა
მესამე პერიოდში 6:5-ზე იმის ნაცვლად, რომ წონასწორობა აღგვედგინა, საკუთარ კარში მივიღეთ გოლი.
რუმინელთა თავკაცმა რომ ნახა, რადუზე აგებული თამაში ხეირს ვერ მოუტანდა, შესვენების შემდეგ ტაქტიკა შეცვალა, რომელსაც ვერაფერი დავუპირისპირეთ. მართალია, მწვრთნელებმა თავიანთი საქმე უკეთ იციან, მაგრამ მართებულად არ მიმაჩნია, ნატურალიზებულ წყალბურთელებს ძალიან ბევრი სათამაშო დრო რომ ეთმობათ. მაგალითად, რუმინელებთან მატჩში ელაჩამ, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა. შესვენების შემდეგ მას ძალები არ ეყო და საკუთარი ფუნქციის ზედმიწევნით შესრულებას ვეღარ ახერხებდა.
მიმაჩნია, რომ დაცვაში გვყავს ისეთი ბიჭები, რომელთა ნდობა შეიძლება და ამით ლიდერებსაც ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ, ახალგაზრდებსაც მეტი შანსი უნდა მივცეთ.
იმედია, მწვრთნელები პირველ მატჩში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ და ჩვენი ბიჭები გერმანელებთან უკეთ ითამაშებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"