საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე XIII-XVI ადგილებისთვის მატჩში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 12:11 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

ქართველმა წყალბურთელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ანგარიშში უპირატესობა და პირველი ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში თურქებმა შეძლეს სხვაობის შემცირება, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო
3 გოლით, 2-2-ჯერ გაიტანეს დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი მიითვალეს ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა.

ჩემპიონატზე ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და წარმატების შემთხვევაში საბოლოოდ მე-13 ადგილს დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერიჰას საყურადღებოდ: თუ წყალბურთში ხარ ევროპაში მეცამეტე, იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში ხარ მეთხუთმეტე. ასე რომ, შეიძლება მივულოცოთ კიდეც. იმის გაათვალისწინებით, რომ შეიძლებოდა გერმანიასთან ფრის მიღწევა და ჰოლანდიასთან ფაქტიურად მოგებული თამაში დავთმეთ, ალბათ ათეულშიც შევიდოდით?
obcheli
02:16 22-01-2016
0
ამათ ფიზიკური მომზადება რომ ჰქონდეთ, გაცილებით უკეთეს შედეგს დადებდნენ
ბბ
15:25 21-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული