საქართველო VS რუსეთი - "ოლიმპიკში" რევანში გვაქვს ასაღები

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები დღეიდან მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებაში ჩაებმება.

პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები დღეს "ოლიმპიკის" აუზში რუსეთთან გამართავენ, რომელთანაც 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი ორთაბრძოლა დავთმეთ - 12:16, 8:9 და რევანში გვაქვს ასაღები. შეხვედრა 18:300 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამ ორთაბრძოლისთვის საქართველოს ნაკრები ორი კვირის განმავლობაში სერბეთსა და უნგრეთში ემზადებოდა.

ჩვენი გუნდი ჩრდილოელ მეზობლებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ
ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე.

სულ შეჯიბრებაში ბებერი კონტინენტიდან 11 გუნდი მონაწილეობს. ისინი წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი
B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი
C ჯგუფი: საქართველო, იტალია, რუსეთი

ჩვენს ჯგუფში იყო თურქეთიც, მაგრამ სამხრეთელმა მეზობლებმა ბოლო მომენტში თამაშზე უარი თქვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით
giga
10:58 15-11-2016
0

სიახლეები პოპულარული