წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების რამდენიმე წევრი წარმატებით თამაშობს უცხოურ კლუბებში.

ზურაბ რურუა
ბრაშოვის "კორონა სპორტულ სტუდენტესის" წევრია და რუმინეთის სუპერლიგაში ასპარეზობს.

მე-4 ტურში "სპორტულმა" არადის "ამეფას" შინ ორჯერ აჯობა: პირველ დღეს მასპინძლებმა 15:12 (2:1, 4:4, 3:4, 6:3) მოიგეს, მეორე დღეს კი 10:5 (3:2, 0:1, 4:1, 3:1) გაიმარჯვეს. ზურაბ რურუამ ორივე მატჩში მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. "სპორტული" 6 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა.

ასეთივე მაჩვენებლები აქვს ბუქარესტის "დინამოს", მაგრამ ბრაშოველებს ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. 8-8 მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ბუქარესტის "სტიაუა"
და "ორადეა" იყოფენ.

* * *
სლოვაკეთის "ნოვაკის" ღირსებას იცავს რევაზ იმნაიშვილი. მისმა გუნდმა სტუმრად ბრატისლავის "სლავიას" 12:9 (4:3, 2:2, 5:2, 1:2) აჯობა და 13 ქულით პირველ ადგილზეა. იმნაიშვილმა ბოლო მატჩში 2 გოლი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული