ფინალურ ოთხეულში გუნდები ორ-ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: "ნოვაკმა" ბრატისლავის "სლავიას" შინ 10:7 მოუგო, სტუმრად ფრეს (10:10) დასჯერდა, მთავარ კონკურენტ ჰორნეტის "კოშიცესაც" ერთ მატჩში სძლია - 13:10, მეორეში კი დაუზავდა - 5:5.
ჩემპიონობის ბედი
სლოვაკური ოქროს მედლები ქართველ წყალბურთელებსაც ერგოთ. ბოლო ორ პაექრობაში მაგრაქველიძე 3, იმნაიშვილი კი 2 გოლით შეეწია თანაგუნდელებს.
* * *
იტალიის წყალბურთელ ვაჟთა სერია-A-ს დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა. მე-20 ტურში მარკო ელაჩას გუნდმა "სპორტმენეჯმენტმა" სტუმრად "ორტიჯიას" სძლია - 11:5 (3:2, 3:1, 2:2, 3:0), ხოლო ანდრია ბითაძის რომის "ვის ნოვა" "ბრეშასთან" 9:16 (1:2, 2:5, 3:5, 3:4) დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წყალბურთელებს ამ მატჩებში გოლები არ გაუტანიათ.
ჩემპიონატში 60 ქულით "პრო რეკო" მეწინავეობს - ის ხუთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ბრეშას". 49 ქულით მესამე ადგილზეა "სპოტმენეჯმენტი", რომელსაც უახლოესი კონკურენტი "ნაპოლი" 10 ქულით ჩამორჩება. 20 ქულით "ვის ნოვა" მე-9 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"