ზურაბ რურუა ბრაშოვის "კორონა სპორტულ სტუდენტესის" წევრია და რუმინეთის სუპერლიგაში ასპარეზობს.
მე-4 ტურში "სპორტულმა" არადის "ამეფას" შინ ორჯერ აჯობა: პირველ დღეს მასპინძლებმა 15:12 (2:1, 4:4, 3:4, 6:3) მოიგეს, მეორე დღეს კი 10:5 (3:2, 0:1, 4:1, 3:1) გაიმარჯვეს. ზურაბ რურუამ ორივე მატჩში მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. "სპორტული" 6 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა.
ასეთივე მაჩვენებლები აქვს ბუქარესტის "დინამოს", მაგრამ ბრაშოველებს ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. 8-8 მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ბუქარესტის "სტიაუა"
* * *
სლოვაკეთის "ნოვაკის" ღირსებას იცავს რევაზ იმნაიშვილი. მისმა გუნდმა სტუმრად ბრატისლავის "სლავიას" 12:9 (4:3, 2:2, 5:2, 1:2) აჯობა და 13 ქულით პირველ ადგილზეა. იმნაიშვილმა ბოლო მატჩში 2 გოლი მიითვალა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"