ბადეში დარჩენილ ყველა ჩოგბურთელს შორის, სწორედ ის არის ყველაზე წარმატებული "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში. მისთვის უცხო არ არის ზედმეტი ყურადღება და ზეწოლა გულშემატკივრებისგან ან პრესისგან.
გუშინ, ვავრინკას მზადყოფნა უნდა შეემოწმებინა ჟო-ვილფრიდ ცონგას, თუმცა ფრანგმა დიდი ბრძოლა ვერ
ვავრინკა უკეთ აწვდიდა, აქტიურად თამაშობდა, უფრო წარმატებით მოქმედებდა შეტევაში, კარგად თამაშობდა ბადესთან... მან სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მოიგერია ექვსიდან ხუთი ასეთი საფრთხე. ერთადერთი სირთულე მას მეორე სეტში შეექმნა, როცა ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ დაკარგული მოწოდება შემდეგივე გეიმში "მშრალი" ანგარიშით დაიბრუნა.
* * *
პირველ ნახევარფინალში მაყურებელს შვეიცარიული დერბი ელოდება. ეს გასაგები გახდა როჯერ ფედერერისა და მიშა ზვერევის მატჩის დაწყებიდან 19 წუთის შემდეგ, როცა ლეგენდამ 5:0 წაიყვანა ანგარიში და ამ ხუთ გეიმში მხოლოდ შვიდი ქულა წააგო. როჯერი შესანიშნავად იყო მომზადებული მეტოქის ბადესთან გასვლების წინააღმდეგ და აუღებელ შემოვლით დარტყმებს გზავნიდა კორტის მეორე მხარეს. უკანა ხაზზე გერმანელი კიდევ უფრო სწრაფად აგებდა, ამიტომაც, გადარჩენასა და მოგებაზე გაბრძოლების არანაირი შანსი არ ჰქონია.
მეორე სეტში გერმანელს გაცილებით უკეთ ეჭირა საკუთარი მოწოდება და ბრეიკიც პირველმა შეასრულა, მაგრამ როჯერმა იქვე დაიბრუნა მოწოდება, ბოლოსკენ კი მოუმატა და კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, თანაც "ნულზე" და მშვიდად ჩააწოდა მეორე პარტიაზე. მესამეში არანაირი ინტრიგა არ ყოფილა - ფედერერმა დამაჯერებლად გადადგა ნაბიჯი თანამემამულესთან შესახვედრად. საათსა და 32 წუთში როჯერს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა - 65 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა.
ფედერერს ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს, რადგან ვავრინკა მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეტოქეა კარიერაში - როჯერს სტენთან 21-ჯერ უთამაშია და 18 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
კაცები
1/4 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 17)-მ. ზვერევი (გერ) 6:1, 7:5, 6:2
ვავრინკა (შვეიც, 4)-ცონგა (საფ, 12) 7:6(2), 6:4, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"