დევისის თასი: გიორგი ცივაძემ ჰარი ჰელიოვაარასთან წააგო

AutoSharing Option
3 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გიორგი ცივაძე დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ფინელ ჰარი ჰელიოვაარასთან დამარცხდა.

ცივაძემ სამი სეტი ანგარიშით 5:7, 2:6, 1:6 წააგო. ამ დაპირისპირების შემდეგ საქართველოსა და ფინეთს შორის ანგარიში 1:1 გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეერო ვასა დაამარცხა.

- დევისის თასი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანა

4 თებერვალს ამავე ჯგუფში წყვილთა შეჯიბრება გაიმართება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის დუეტი ჰარი ჰელიოვაარასა და ემილ რუუსუვუორის წყვილს შეხვდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰარი ჰარალე რო მოგიგებს
საბა
20:01 03-02-2017
0
ცივაძეზე უკეთესი მეწყვილე სჭირდება ბასილაშვილს, თორემ დანიის მსგავსად ფინეთიც მოგვიგებს
gulshematkivari
20:23 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული