დევისის თასი: დღეს ბასილაშვილი და ცივაძე ფინელთა წყვილს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებებს შორის წყვილებში გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის წყვილი ჰარი ჰელიოვაარასა და ემილ რუუსუვუორს დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს დაპირისპირება ერთეულებში გაიმართა და ამ დროისთვის საერთო ანგარიშია 1:1. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეერო ვაასას 3:1 მოუგო, ხოლო ცივაძე ჰელიოვარასთან დამარცხდა - 0:3.

საქართველოსა და ფინეთის საჩოგბურთო სამდღიანი დაპირისპირება 5
თებერვალს გასამართი მატჩებით დასრულდება. გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული