დევისის თასი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ემილ რუუსუვუორი დაამარცხა

AutoSharing Option
5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დევისის თასის ფარგლებში ფინელი ემილ რუუსუვუორი დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეტოქეს სამ სეტში ანგარიშით 6:2, 6:4, 6:4 სძლია. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოსა და ფინეთს შორის ანგარიში 2:2 გახდა.

გადამწყვეტი მატჩი გიორგი ცივაძესა და ეერო ვასას შორის დღეს გაიმართება.

გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული