იუნიორებს შორის უიმბლდონის 2016 წლის ჩემპიონი, 17 წლის შაპოვალოვი ვერაფერს უხერხებდა გამოცდილ კაილ ედმუნდს. მასპინძელმა წააგო პირველი ორი სეტი და მესამეში ბრეიკით ჩამორჩა. ამით განერვიულებულმა შაპოვალოვმა მთელი ძალით გუშვა ბურთი ჰაერში, მაგრამ პირდაპირ თვალში გაარტყა მთავარ არბიტრს, ფრანგ არნო გაბას, რომელმაც ნოკდაუნიდან
ჯოკოვიჩმა ისევ წააგო... ამჯერად, სეტი
გასულ უქმეებზე, მამაკაცებს პროფესიული ტურნირები არ ჰქონიათ, სამაგიეროდ, იყო დევისის თასის მერვედფინალური ეტაპი. თუმცა, 16 გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო ATP-ის კლასიფიკაციის პირველი ათეულიდან. ეს გახლდათ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ნოვაკს ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებით რომ ეთამაშა, დევისის თასზე მასაც ვერ ვიხილავდით, მაგრამ, ახლა, მსოფლიოს მეორე ჩოგანს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, ამიტომაც თავის გუნდს დაეხმარა რუსეთთან მატჩში.
ამ შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ჯოკოვიჩი ისევ არ არის ფორმაში. მან ერთი სეტი წააგო რუს თინეიჯერთან დანიილ მედვედევთან და მოიგო თამაში მას შემდეგ, რაც მეტოქემ ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა გამოსვლა. საერთო ჯამში, სერბეთმა ძალიან იოლად მოიგო შინ - 4:1. ერთადერთი ქულა რუსებმა მეხუთე მატჩში ნენად ჟიმონჟიჩის უარის წყალობით მოიპოვეს.
სერბეთის მეტოქე მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები გახდა. ხორვატიასთან მატჩში, ორი დღის შემდეგ, ესპანელები სენსაციურად აგებდნენ - 1:2 და რეალური საფრთხე დაემუქრათ - ზედიზედ მეორედ გავარდნილიყვნენ მსოფლიოს ჯგუფიდან. არადა, შარშანდელმა ფინალისტმა ხორვატიამ ამ მატჩზე არა პირველი ან მეორე, არამედ მესამე შემადგენლობა გაიყვანა - არ იყვნენ მარინ ჩილიჩი, ივო კარლოვიჩი და ივან დოდიგი. მიუხედავად ამისა, ფრანკო შკუგორმა კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა და პირველ დღეს პაბლო კარენიო-ბუსტა დაამარცხა. კვირას, შკუგორი თანაბრად ებრძოდა რობერტო ბაუტისტა-აგუტს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ესპანელი თამაშზე კონტროლს აწესებდა.
ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა მეხუთე მატჩს, რომელშიც ხორვატებმა წყვილების სპეციალისტი ნიკოლა მეკტიჩი გამოიყვანეს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მან ერთი სეტიც ვერ მოუგო კარენიო-ბუსტას. ესპანეთი 2012 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა დევისის თასის მეოთხედფინალში.
* * *
იაპონიამ თავისი ლიდერის კეი ნიშიკორის გარეშე, კანონზომიერად წააგო დიდი ანგარიშით მძლავრ საფრანგეთთან, რომლის კაპიტანს იანიკ ნოას ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. ამჯერად, გუნდის ლიდერობის ტვირთი ერგოთ რიშარ გასკესა და ჟილ სიმონს, რომლებმაც პირველ დღეს დამაჯერებლად გაანადგურეს თავიანთი მეტოქეები. შაბათს კი წყვილთა შეხვედრის შემდეგ, მატჩს წერტილი დაესვა.
* * *
ავსტრალიამ იოლ გამარჯვებას მიაღწია. ლეიტონ ჰიუიტმა შეძლო ნაკრებში ერთი ძლიერი მოთამაშის მიწვევა - ნიკ კირგიოსი, ჩეხეთმა კი ეს ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ნიკმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ავსტრალიის 4:1 მოსაგებად. კირგიოსს მხარში ამოუდგა ჯორდან ტომპსონი, რომელმაც ორი მატჩი მოიგო. წყვილებშიც კი ჩეხებმა ერთი სეტის აღებაც ვერ შეძლეს.
ძალიან ცუდად გამოიყურებოდა შვეიცარიის ნაკრები თავისი ვარსკვლავების გარეშე. ამერიკას კი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს - მისი ოთხი მოთამაშე ATP-ის რეიტინგის TOP30-შია. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ ამ მატჩში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ანგარიში. ხუთი მატჩის განმავლობაში, ერთადერთი სეტი შვეიცარიას ჯონ ისნერმა დაუთმო.
ახლა, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მეოთხედფნალში აშშ ავსტრალიას შეხვდება.
* * *
მერვედფინალის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზეს ბელგიელებმა. წესით, გერმანიას ძლიერი შემადგენლობა უნდა ჰყოლოდა - მიშა და ალექსანდრ ზვერევები, რომლებმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიბრწყინეს. მათ ემატებოდა გამოცდილი ფილიპ კოლშრაიბერი. მაგრამ მასპინძლებისთვის ყველაფერი კოშმარით დასრულდა.
პირველი დღის შემდეგ, ანგარიში 1:1 იყო, რის შემდეგაც, ძმებმა ზვერევებმა წყვილებში წააგეს ბემელმანსთან და დე ლორთან. არადა, ისინი რეიტინგში 329-ე და 528-ე ადგილებს იკავებენ. გერმანელებს ჰქონდათ შანსი, კვირას, ერთეულებში გამოესწორებინათ სიტუაცია, მაგრამ ძმებმა აქაც შეირცხვინეს თავი და წააგეს, შესაბამისად, დარცისთან და ბემელმანსთან.
მეოთხედფინალში ბელგიას არგენტინასა და იტალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მოქმედმა ჩემპიონმა 0:2-დან შეძლო თამაშში დაბრუნება და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სიბნელის გამო, ანდრეას სეპისა და გვიდო პეიას მეხუთე შეხვედრა გადაიდო.
არგენტინა (1)-იტალია 2:2
0:1 გვიდო პეია-პაოლო ლორენცი 3:6, 3:6, 3:6; 0:2 კარლოს ბერლოკი-ანდრეას სეპი 1:6, 2:6, 6:1, 6:7(6); 1:2 ლ. მაიერი/ბერლოკი-ბოლელი/ფონინი 6:3, 6:3, 4:6, 2:6, 7:6(7); 2:2 კარლოს ბერლოკი-პაოლო ლორენცი 4:6, 6:4, 6:1, 3:6, 6:3; გვიდო პეია-ფაბიო ფონინი იხილეთ ცხელ ხაზში.
გერმანია-ბელგია (7) 1:4
0:1 ფილიპ კოლშრაიბერი-სტივ დარცისი 4:6, 6:3, 6:2, 6:7(2), 6:7(5); 1:1 ალექსანდრ ზვერევი-არტურ დე გრეფი 6:3, 6:3, 6:4; 1:2 ა. ზვერევი/მ. ზვერევი-ბემელმანსი/დე ლოორი 3:6, 6:7(4), 6:4, 6:4, 3:6; 1:3 ალექსანდრ ზვერევი-სტივ დარცისი 6:2, 4:6, 4:6, 6:7(8); 1:4 მიშა ზვერევი-რუბენ ბემელმანსი 5:7, 1:6.
ავსტრალია-ჩეხეთი (4) 4:1
1:0 ჯორდან ტომპსონი-ირჟი ვესელი 6:3, 6:3, 6:4; 2:0 ნიკ კირგიოსი-იან სატრალი 6:2, 6:3, 6:2; 3:0 გროტი/პირსი-სატრალი/ვესელი 6:3, 6:2, 6:2; 3:1 სემ გროტი-ირჟი ვესელი 6:3, 5:7, 3:6; 4:1 ჯორდან ტომპსონი-იან სატრალი 7:6(5), 6:2.
იაპონია-საფრანგეთი (6) 1:4
0:1 ტარო დანიელი-რიშარ გასკე 2:6, 3:6, 2:6; 0:2 იოშიჰიტო ნიშიოკა-ჟილ სიმონი 3:6, 3:6, 4:6; 0:3 სუგიტა/უჩიამა-ერბერი/მაუ 3:6, 4:6, 4:6; 0:4 იოშიჰიტო ნიშიოკა-ნიკოლა მაუ 1:6, 1:1 უარი; 1:4 იასუკატა უჩიამა-პიერ უგ ერბერი 6:4, 6:4.
სერბეთი (8)-რუსეთი 4:1
1:0 ვიქტორ ტროიცკი-კარენ ხაჩანოვი 6:4, 6:7(2), 6:3, 1:6, 7:6(6); 2:0 ნოვაკ ჯოკოვიჩი-დანიილ მედვედევი 3:6, 6:4, 6:1, 1:0 უარი; 3:0 ტროიცკი/ჟიმონჟიჩი-კრავჩუკი/კუზნეცოვი 6:3, 7:6(3), 6:7(5), 6:4; 4:0 დუშან ლაიოვიჩი-კონსტანტინ კრავჩუკი 6:3, 4:6, 6:3; 4:1 ნენად ჟიმონჟიჩი-დანიილ მედვედევი უარი.
ხორვატია (2)-ესპანეთი 2:3
1:0 ფრანკო სკუგორი-პაბლო კარენო ბუსტა 3:6, 6:3, 6:4, 4:6, 7:6(6); 1:1 ანტე პავიჩი-რობერტო ბაუტისტა აგუტი 4:6, 2:6, 3:6; 2:1 დრაგანია/მეკტიჩი-ფ. ლოპესი/მ. ლოპესი 6:7(6), 7:6(7), 7:6(5), 2:6, 6:4; 2:2 ფრანკო სკუგორი-რობერტო ბაუტისტა აგუტი 1:6, 7:6(4), 3:6, 6:7(6); 2:3 ნიკოლა მაკტიჩი-პაბლო კარენო ბუსტა 6:7(4), 1:6, 4:6.
აშშ-შვეიცარია (5) 5:0
1:0 ჯეკ სოკი-მარკო ჩიუდინელი 6:4, 6:3, 6:1; 2:0 ჯონ ისნერი-ჰენრი ლააკსონენი 4:6, 6:2, 6:2, 7:6(1); 3:0 ჯონსონი/კუერი-ბოსელი/ლააკსონენი 7:6(3), 6:3, 7:6(5); 4:0 სემ კუერი-ადრიენ ბოსელი 6:3, 7:5; 5:0 სტივ ჯონსონი-ანტუან ბელიე 6:4, 6:3.
კანადა-ბრიტანეთი (3) 2:3
0:1 დენის შაპოვალოვი-დენ ევანსი 3:6, 3:6, 4:6; 1:1 ვასეკ პოსპიშილი-კაილ ედმუნდი 6:4, 6:1, 7:6(3); 1:2 ნესტორი/პოსპიშილი-ინგლოტი/ჯ. მარეი 6:7(1), 7:6(3), 6:7(3), 3:6; 2:2 ვასეკ პოსპიშილი-დენ ევანსი 7:6(3), 6:4, 3:6, 7:6(5); 2:3 დენის შაპოვალოვი-კაილ ედმუნდი 3:6, 4:6, 1:2 დისკვალიფიკაცია.
1/4 ფინალი
არგენტინა (1)-ბელგია (7)
ავსტრალია-აშშ
საფრანგეთი (6)-ბრიტანეთი (3)
სერბეთი (8)-ესპანეთი
მატჩები გაიმართება 7-9 აპრილს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"