როჯერ ფედერერმა ივლისამდე უნდა გაძლოს

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა 2017 წლის სეზონში საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა.

"ჩემი ჩოგბურთი, უფრო მეტად, ტექნიკაზეა აგებული, ვიდრე ფსიქოლოგიაზე, თუმცა, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრს ვმუშაობ. ახალგაზრდობაში ეს ჩემი სუსტი მხარე იყო. მეკითხებოდნენ: "რატომ აღარ მოინდომე უფრო მეტად?" მაგრამ ეს არ იყო სწორი კითხვა. ის, რომ ზედმეტად არ ვოფლიანდები, არ ვყვირი და არ ვაკეთებ დარტყმისას ტკივილის გრიმასას, არ ნიშნავს, რომ არ ვცდილობ. უბრალოდ, მე ასე ვთამაშობ.

ავსტრალიაში გამარჯვებამ ზეწოლა მომიხსნა და საშუალება მომცა სეზონისთვის სხვა თვალით შემეხედა. ჩოგბურთისგან ბოლო წლებში
მინდა ყველაფერი ავიღო: ვითამაშო ტურნირები, რომლებზეც მოგების მეტი შანსი მექნება.

თვის ბოლოს მივემგზავრები დუბაიში, შემდეგ ინდიან-უელსში და მაიამიში. გრუნტზე ბევრს არ ვითამაშებ: მხოლოდ როლან გაროსზე. შემდეგ შტუტგარტი, ჰალე და უიმბლდონი. თუ ჩემი ორგანიზმი ივლისამდე გაძლებს, შესანიშნავი იქნება", - განაცხადა როჯერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული