ფედერაციის თასი: ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ესტონეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრა. ტურნირი 8-11 თებერვალს ჩატარდება და საქართველოს ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში გადასასვლელად იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრები ტალინში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე, ოკსანა კალაშნიკოვა (კაპიტანი), მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია და მეტოქეებად ავსტრიის და პოლონეთის ნაკრებები ეყოლება.

ავსტრიის ნაკრები: ბარბარა ჰაასი, ტამირა პასზეკი, ჯულია გრაბერი, პია კონიგი (კაპიტანი), იურგენ ვებერი.
პოლონეთის ნაკრები: მაგდა ლინეტტე, კატარჟინა პიტერი, პაულა კანია, მაგდალენა ფრეჩი (კაპიტანი),
კლაუდია იანს იგნაჩიკი.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული