ნიკოლოზ ბასილაშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვებაა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა "სოფია ოუფენზე" მეორე რაუნდში დაამარცხა ტურნირის პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმი - 6:4, 6:4. მსოფლიოს მე-8 ჩოგნის დამარცხება ჩვენებურმა 78 წუთში მოახერხა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა
- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

24 წლის ქართველმა კარიერაში მეორედ მოახერხა მსოფლიოს მოწინავე ათეულში მყოფი ჩოგბურთელის დამარცხება, შარშან მან ვენაში ტომაშ ბერდიხს სძლია.

მესამე წრეში ჩვენებური მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება.

"ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითამაშე. ამის თქმა განსაკუთრებით მეტოქის მოწოდებებზე შემიძლია. მთელი
მატჩის განმავლობაში არ დამიკარგავს კონცენტრაცია. ახლა კი უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობ.

განსაკუთრებული მოვლენაა, როცა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელს ამარცხებ. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, ჩემს კარიერაში.

ტიმის დამარცხება თვითრწმენას შემმატებს მომავალი მატჩისთვის. ძალიან ძნელი იქნება მარტინ კლიჟანის წინააღმდეგ თამაში, მას აქამდე არასოდეს შევხვედრივარ. ხვალ დავგეგმავ, თუ რა ტაქტიკით ვეთამაშები მას", - განუცხადა ბასილაშვილმა ტურნირის ოფიციალურ საიტს.

23 წლის ტიმმა აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა ძალიან სწრაფი ჩოგბურთი ითამაშა, მან კი მეტოქეს შესაბამისი რიტმი ვერ მოარგო.

"მის მოწოდებებზე შანსი არ მქონია, ეს კი ძალიან მაშფოთებს. მეტოქემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მას ცოტა გაუმართლდა კიდეც", - განაცხადა დამარცხებულმა ფავორიტმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი! წაგების ნუ შეგეშინდება!შენ ყველაფერი წინა გაქვს!
თამაზი
22:39 09-02-2017
0
გილოცავ ნიკა წარმატებები
პაატა
00:37 10-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული