ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ჩოგბურთელმა (87) 9 თებერვალს, სოფიის ტურნირზე მერვედფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.

ბასილაშვილმა ავსტრიელი ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ის რეიტინგში მერვეა, ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტიმის დამარცხების შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

- ნიკოლოზ ბასილაშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვებაა

10 თებერვალს 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიზანის შეხვდება, რომელიც ტურნირზე მერვე ნომრად არის განთესილი, ხოლო ATP-ის რეიტინგში 36-ე ადგილი უჭირავს.

დაპირისპირება ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებული მომენტები ქონდა ბასილაშვილს. წარმატებები!
ლუკა
18:50 10-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული