ტალინში მიმდინარე ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში მარცხით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავსტრიასთან 1:2 წააგო.
9 თებერვალს კორტზე პირველები გუნდების მეორე ნომრები გავიდნენ:
ეკატერინე გორგოძემ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ჯულია გრაბხერს - 7:5, 6:3 და ჩვენი გუნდი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ
სოფიო შაფათავა ჯერ ბარბარა ჰაასთან 4:6, 1:6 დამარცხდა, წყვილებში კი
ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად, ჯულია გრაბხერისა და ბარბარა ჰაასის დუეტს ვერ გაუმკლავდა - 3:6, 5:7.
ტალინში ფედერაციის თასის ზედა ეშელონებში დასაწინაურებლად ორი საგზურისთვის 14
ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა გუნდები იბრძვიან. საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე,
მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, კაპიტანი -
მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) A ჯგუფში მეორე მატჩს დღეს პოლონეთთან ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში ავსტრიას 2:1 მოუგო.