ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩოგბურთელ ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირში წარმატებით აგრძელებს გამოსვლას ნიკოლოზ ბასილაშვილი.

24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 87-ეა, 10 თებერვალს გამართულ 1/4-ფინალურ შეხვედრაში 36-ე ადგილზე მყოფ, 27 წლის მარტინ კლიჟანს სამ სეტში მოუგო - 0:6, 6:3, 6:3 და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. იქ ბასილაშვილს მეტოქედ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (13) ეყოლება. მატჩი 11 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ბასილაშვილმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4.

-sakheobebi/chogburthi/101068-nikoloz-basilashvilma-msoflio-reitingis-merve-chogburtheli-daamarckha.html" target="_blank">- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა
- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი,მიაწექი ბოლომდე,ნიკოლოზ!!!
dima
11 თებერვალი 2017 12:02
0
ვააა, მაგარი ხარ, ძმაო. ტურნირი უნდა მოიგო!
mamuka09ze
11 თებერვალი 2017 11:04
0
მაგარი ბიჭი!!! ეტყობა ფიზიკურად კარგ ფორმაშია!!! კლიჟანი ბოლოს ძლივს მოძრაობდა!!! რა თქმა უნდა დიმიტროვი , თანაც ბულგარეთში უპირატესობას ფლობს, მაგრამ ნიკას დასაკარგი არაფერი აქვს და თავისი ჩოგბურთი უნდა ითამაშოს!!! დიდი მადლობა ნიკას ჩვენი ასეთი გახარებისთვის!!! წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ მატჩში!!!
დათო
11 თებერვალი 2017 10:20
0
ფინალში გასვლას და ჩემპიონობას გისურვებ....
წარმატებები
11 თებერვალი 2017 09:40
0
გილოცავთ ყველას! ჩვენ გვჯერა შენი, ნიკა!
qomagi
11 თებერვალი 2017 00:16
0
ყოჩაღ ნიკა,არც ახლა დაიჯერებ რომ ოცეულზე ნაკლები არა ხარ?
სოსო
11 თებერვალი 2017 00:03
0
ყოჩაღ!
ძალიან კარგი ჩოგბურთელია და ასევე ძალიან მაგარი ნერვები ჰქონია.
giorgi
10 თებერვალი 2017 23:53
0
გილოცავ ნიკა!
გილოცავ ნიკა!!!!!!!!!!!!!!!!
10 თებერვალი 2017 23:49
0
აჰააა თუ არა!რა კარგი ბიჭია,ვენაცვალე!
თამაზი
10 თებერვალი 2017 23:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული