რეიტინგები: ახალი თაობა ზვერევის მეთაურობით

AutoSharing Option
ქალთა ჩოგბურთში უკვე დიდი ხანია ტარდება ორი შემაჯამებელი ტურნირი. თავდაპირველად, "დამხმარე" იყო "ჩემპიონთა ტურნირი", რომელიც შემდეგ, მეორე "შემაჯამებლად" გადაიქცა და იქ მეორე ათეულის წევრები თამაშობდენ. ანალოგიურ იდეას სთავაზობდნენ ATP-ის, მაგრამ მამაკაცთა ტური სხვა გზით წავიდა.

2017 წელს, ალტერნატიული შემაჯამებელი ტურნირი მილანში გიმართება და იქ საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელები იასპარეზებენ. ამ ტურნირში სათამაშოდ საჭიროა - ასაკი არ აღემატებოდეს 21 წელს. მილანში მოხვდება სეზონის შედეგების მიხედვით შვიდი საუკეთესო ახალგაზრდა, მერვეს კი ორგანიზატორები თავად შეარჩევენ.

შესაბამისი რეიტინგი უკვე არსებობს და 2017 წლის სეზონის პირველი
ექვსი კვირის შემდეგ, NextGen-ის კლასიფიკაციას სათავეში უდგას გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. გასულ კვირას, მან მონპელიეში მოიგო და კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა.

* * *
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ერთგვარმა სიმშვიდეს დაისადგურა. კაცებში, თავდაპირველად, დევისის თასის მატჩები გაიმართა, გასულ კვირას კი ATP-250-ის სამი ტურნირი ჩატარდა. წლევანდელი კალენდარი შარშანდელს არ ემთხვევა და როტერდამის ტურნირის ქულები ერთი კვირით ადრე გამოაკლდათ ჩოგბურთელებს. ამის გამო, შარშანდელი ფინალისტი გაელ მონფილსი ერთი ადგილით დაქვეითდა და მეცხრე ადგილი დაუთმო როჯერ ფედერერს, რომელიც ჯერ არ ჩქარობს კორტზე დაბრუნებას.

მონპელიეში ზვერევის მოგებაზე ვთქვით. ამის წყალობით, გერმანელმა განაახლა საკუთარი რეკორდი ATP-ის კლასიფიკაციაში - მე-18 ადგილზე გადავიდა.

სოფიაში ტიტული მასპინძელმა გრიგორ დიმიტროვმა მოიპოვა, თან ეს უკვე მისი მეორე წარმატებაა მიმდინარე სეზონში. 2017 წელს, ბულგარელს 14 მოგება და ერთი მარცხი აქვს და ის მე-12 ადგილზე გადავიდა.

* * *
ქალებს გასულ კვირას პროფესიული ტურნირები არ ჰქონიათ, ამიტომაც ქულების დაგროვება არ ყოფილა. სამაგიეროდ, მოხდა სანკტ-პეტერბურგის შარშანდელი ტურნირის ქულების გამოკლება. ბელინდა ბენჩიჩს ფინალის ქულები ჩამოეჭრა, რითაც მან 48 პოზიცია დაკარგა და 129-ე ჩოგანი გახდა. შვეიცარიელმა სასწრაფოდ უნდა დააგროვოს ქულები, თუ სურს როლან გაროსისა და უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვედრა.

ერთი კვირით ადრე, ქალები ქულებს სანკტ-პეტერბურგის წლევანდელ ტურნირში აგროვებდნენ. აქ კრისტინა მლადენოვიჩმა გაიმარჯვა და დაბრუნდა TOP30-ში. ამავე ზონაში შევიდა ფინალისტი იულია პუტინცევა.

გზა მილანისკენ. TOP10
1. ალექსანდრ ზვერევი (გერ) - 340
2. დანიილ მედვედევი (რუს) - 205
3. ნოა რუბინი (აშშ) - 165
4. ანდრეი რუბლიოვი (რუს) - 159
5. ჩჰუნ ჰენი (კორ) - 157

6. ომარ ჯასიკა (ავსტრა) - 135
7. ფრენსის ტიაფო (აშშ) - 111
8. ალექს დე მინორი (ავსტრა) - 84
9. ბლეიკ მოტი (ავსტრა) - 83
10. ერნესტო ესკობედო (აშშ) - 82

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 540
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 9 825
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 695
4(4). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 930
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 625

6(6). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 295
7(7). მარინ ჩირიჩი (ხორ) - 3 470
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3405
9(10). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 3 260
10(9). გაელ მონფილსი (საფ) - 3 145

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 780
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 115
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 270
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 172
5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 070

6(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 915
7(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 720
8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 3 915
9(9). მედისონ კისი (აშშ) - 3 897
10(10). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 3 705

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული