გუშინ, 3 ივნისს საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ. შეხვედა დრამატული და ემოციური გამოდგა, მეორე სეტში ზვერევმა ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო...
პირველი 1.31 საათს გაგრძელდა, რაფაელ ნადალმა კი ტაი-ბრეიკზე 7:6 (10:8) გაიმარჯვა და დაწინაურდა.
მეორე სეტიც იმავე სცენარით წარიმართა, 1.36 საათიანი თრილერის შემდეგ რაფამ თამაში ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა, თუმცა გერმანელმა სპორტსმენმა სწორედ აქ იტკინა ფეხი და კორტზე დაეცა... ეს ყვირილი და ცრემლები ტკივილისგან იყო გამოწვეული თუ ნახევარფინალიდან იძულებით დანებების ეს მხოლოდ ზვერევმა იცის.
ასე თუ ისე ნადალი "როლან გაროსის" მეთოთხმეტედ მოსაგებად კასპერ რუდს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, მარინ ჩილიში 3:6 6:4 6:2 6:2 დაამარცხა.