ბასილაშვილმა ტომპსონთან რევანში აიღო და მემფისის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
15 თებერვალს, ჩოგბურთელ ვაჟთა მემფისის (აშშ) ღია პირველობაში თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაება. მსოფლიო კლასიფიკაციით 67-ე საფეხურზე მდგომი ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის სტარტზე 22 წლის ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს (63-ე) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:0.

შეგახსენებთ, რომ წელს სიდნეის ტურნირში ტომპსონმა 2:0 (7:5, 6:2) სძლია ბასილაშვილს. გუშინ კი ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეული რევანში აიღო: პირველ სეტში მხოლოდ მერვე და მეცხრე გეიმები აღმოჩნდა დაძაბული, თუმცა ნიკამ ორი ბრეიკით 6:3 აჯობა ტომპსონს. მეორე ხელში კი მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - 6:0.

ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (რეიტინგით მე-20) დაუპირისპირდება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა. შეხვედრა თბილისის დროით 17 თებერვალს, ღამით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს! ყოველდღიურ ყაყანზე და ვიწრო აზროვნებაზე მაღლა თუ დადგა, და თუ გაემიჯნა არასპორტულ გარემოს დიდი ჩოგბურთელი გახდება. ახლა ის სხვა სამყაროში - ერთეულების სამყაროში -შესვლას ცდილობს. იქ მხოლოდ ჩოგბურთის ღმერთები არიან.
ლუკა
15:21 16-02-2017
0
წარმატებები ნიკას.
gizog
14:10 16-02-2017
0

სიახლეები პოპულარული