ბასილაშვილმა ტომპსონთან რევანში აიღო და მემფისის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
15 თებერვალს, ჩოგბურთელ ვაჟთა მემფისის (აშშ) ღია პირველობაში თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაება. მსოფლიო კლასიფიკაციით 67-ე საფეხურზე მდგომი ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის სტარტზე 22 წლის ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს (63-ე) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:0.

შეგახსენებთ, რომ წელს სიდნეის ტურნირში ტომპსონმა 2:0 (7:5, 6:2) სძლია ბასილაშვილს. გუშინ კი ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეული რევანში აიღო: პირველ სეტში მხოლოდ მერვე და მეცხრე გეიმები აღმოჩნდა დაძაბული, თუმცა ნიკამ ორი ბრეიკით 6:3 აჯობა ტომპსონს. მეორე ხელში კი მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - 6:0.

ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (რეიტინგით მე-20) დაუპირისპირდება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა. შეხვედრა თბილისის დროით 17 თებერვალს, ღამით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს! ყოველდღიურ ყაყანზე და ვიწრო აზროვნებაზე მაღლა თუ დადგა, და თუ გაემიჯნა არასპორტულ გარემოს დიდი ჩოგბურთელი გახდება. ახლა ის სხვა სამყაროში - ერთეულების სამყაროში -შესვლას ცდილობს. იქ მხოლოდ ჩოგბურთის ღმერთები არიან.
ლუკა
16 თებერვალი 2017 15:21
0
წარმატებები ნიკას.
gizog
16 თებერვალი 2017 14:10
0
ძალიან გამახარა ამ ვაჟკაცმა წარმატებები
temo
16 თებერვალი 2017 13:59
0
რა კარგ ფორმაშია ნიკოლოზი .. მაგრად მახარებს ამ ბიჭის წინსვლა და ჩემის აზრით ეს ბიჭი მინიმუმ მსოფლიო 20 ილია მოთამაშე გახდება 2-3 წელიწადში. წარმატებები
Ilush
16 თებერვალი 2017 13:29
0
მოწედება თუ აუღო აუცილებლად დაამარცხებს
კახა
16 თებერვალი 2017 12:52
0
კარლოვიჩს თუ მოუგო ისეთი ბადე აქვს ფინალაში თავისუფლად შეუძლია გასვლა
musenbezi
16 თებერვალი 2017 11:56
0
კარლოვიჩისთვის ეს წელი ბოლო ბანაობაა და თავგანწირული იბრძოლებს რაც შეიძლება მეტი თანხები გამოიმუშაოს. უნდა დაღალოს რომ მოწოდება ვერ შეძლოს, თამაში ისედაც არ იცოდა ხორვატმა "კოზლამ".
..........
16 თებერვალი 2017 11:49
0
სპორტის ნებისმიერ სახეობაში ლიდერის გარეშე პროგრესი არ იქნება. ასეთი ლიდერია ბასილაშვილი.ამას დიდი ხანი ელოდა საქართველო. სულ წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს ნიკას თანამგზავრი!!!!!!!!!!!!
ლევანი
16 თებერვალი 2017 11:08
0
საღოლ, ნიკო. ველით ტიტულს, დროა!
mamuka09ze
16 თებერვალი 2017 09:54
0
ძალიან გაგვახარე!!!! ივოც ქართულად "ამატავე" და მოუგებ აუცილებლად!!! წარმატებებს გისურვებ ნიკოლოზ!!!
დათო
16 თებერვალი 2017 09:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული