სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გაიხარე!!!
ვაჟა
17 თებერვალი 2017 16:24
0
ებდენთან უფრო გაუჭირდება. ის მოწოდებასთან ერთად თამაშობს კიდეც. რეიტინგი იმდენად არაფერს ნიშნავს. შარშან ნახევარი წელი გაუცდა და იმიტომ არის 490-ე რეიტინგში. ებდენი რეიტინგის გასაუმჯობესებლად იბრძვის და ერთი-ორად მონდომებული იქნება.
.........
17 თებერვალი 2017 14:30
0
ნიკოლოზ გილოცავ, აბა სჰენ იცი როგორ გაგვახარებ. მთავარია უშეცდომოთ გამოიყენო შენივე, ჩაწოდებები.
dk
17 თებერვალი 2017 14:20
0
ყოჩაღ ნიკა,ძალიან მაგარი ხარ, ვამაყობთ შენით.ღირსეულად აღადგენ ქა5რთული ჩოგბურთის ტრადიციებს. შენი საერთაშორისო მიღწევებით ალიკა მეტრეველს უსწრებ. ზაფხულში უიმბლდონიდან ველოდებით შენს წარმეტებებს. გაიხარე და გაგვახარე, კარგო ბიჭო!
დათო
17 თებერვალი 2017 14:12
0
ყოჩაღ ნიკა და არ მოდუნდე,ასევე განაგრძე!
ნიკამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა,რომ შეუძლია ოცეულის წევრებთან ტოლ სწორად თამაში და გამარჯვება,მისი პრობლემა ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო.ახლა კი თითქოს ეს ნაკლიც გამოსწორდა,ნიკამ ირწმუნა თავისი ძალისა.ვნახოთ,მომავალი გვიჩვენებს,მე კი დიდი იმედი მაქვს მისი და წლის ბოლოს, ოცეულში დამკაკუნებლად ველოდები.
სოსო
17 თებერვალი 2017 12:15
0
გაიხარე ნიკოლოზ, ღმერთმა დაგლოცოს, სულ წარმატებები მოგცეს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
17 თებერვალი 2017 11:53
0
ყოჩაღ, არ მოდუნდე და მასე გააგრძელე, წარმატებები!
Irakli-fan
17 თებერვალი 2017 11:52
0
გილოცავ ნიკა. მიდი უფრო მოინდომე დაგაგვახარე ქართველები.ღმერთი შენსკენ.
paata
17 თებერვალი 2017 11:41
0
ბრავო!!!!! მაგრამ, მგონი ეს სენსაცია აღარაა, კანონზომიერებაა.....
ლევანი
17 თებერვალი 2017 11:40
0
ძალიან მიხარია, არარ ხუმრობს ნიკოლოზი
ნნ
17 თებერვალი 2017 11:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული