მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია,
ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ
ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი
მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ
ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.