სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თამაშს ვუყურე და უშანსოდ მოუგო. არცერთი ბრეიქ პოინტი არ ქონდა
gia
17 თებერვალი 2017 06:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული