ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 თებერვალს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) მემფისის საერთაშორისო ტურნირის 1/4-ფინალში ავსტრალიელ მეტიე ებდენს (490) დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში - 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი მიხაილ კუკუშკინი იქნება.

კუკუშკინი მსოფლიო რეიტინგში 103-ე ადგილზეა. ნახევარფინალური შეხვედრა 19 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილი სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3. 

ტურნირის
საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი მეტოქე ყოლია...არ ვიცი როგორ ფორმაშია კუკუშკინი ისე დზლიერია
mikheili
18 თებერვალი 2017 09:50
0
ქამოონ!!! ყოველი დილა იწყება დიდი სიხარულით!!! ოქრის კაცი ხარ ესე , რომ გვახარებ!!! მადლობა!!!
დათო
18 თებერვალი 2017 06:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული