04:53 18-02-2017
ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში - 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი მიხაილ კუკუშკინი იქნება.
კუკუშკინი მსოფლიო რეიტინგში 103-ე ადგილზეა. ნახევარფინალური შეხვედრა 19 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილი სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3.
ტურნირის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ერთიც და მოიგე ეგ ტურნირი და მერე სხვა მრავალიც!!!!!!!!!!!
0
0
უკვე ფინალშია, მიულოცით
0
0
გილოცავ ნიკოლოზ! წარმატებებს გისურვებ! მოიგე ეგ ტურნირი და გამარჯვებული დაგვიბრუნდი!!!
0
0
გილოცავ. გისურვებ ტურნირში გამარჯვებას
0
0
ჯონსონი თუ გამოთიშა ე.ი. კარგ ფორმაშია რუსყოფილი ყაზახი. ჰარისონმაც რაღაც მაგრად აკრიფა. იანგი კი კარლოვიჩივით კარიერის ბოლო ტურნირებს ითვლის. ძნელია პროგნოზის გაკეთება მხოლოდ ცივი გონება და სამაგალითო მონდომებაა საჭირო. აქ მართლაც შეიძლება ბოლომდე გარღვევა. წარმატება.....
0
0
გილოცავ გენაცვალე.კიდევ უფრო მონდომებით ითამაშე არ აჩქარდე და საქართველო გაახარე.ღმერთი შენსკენ.
0
0
ყოჩაღ ნიკა!ტალღაზე ხარ ბიჭო,ასე გააგრძელე,მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგო.
0
0
ყველაზე მაგარი შანსი აქვს ტურნირის მოგების..! ისნერიც გამოეთიშა....
0
0
სადმე შეიძლება ნახევარფინალის ნახვა?
0
0
გაიხარე მეგობარო, კარგა ხაია ასე ყოველდღიური სიხარული აღარ გვქონია, ასე გააგრძელე და ჩათვლე ჩვენ შენს გვერდით ვართ.
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული