რეკორდული მაჩვენებელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა!

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 53-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია ATP-ის რეიტინგში. ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ქართველმა ჩოგბურთელმა მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ სეტში ჩემი რიტმი ვერ ვიპოვე. საკმარისად აქტიურად არ ვთამაშობდი, უმეტესად, თავს ვიცავდი. რაიანი ბრეიქ-პოინტებზე კარგად აწვდიდა. მეორე სეტში ბევრი შანსი მქონდა,
მაგრამ ენერგია არ მყოფნიდა. ძალიან საწყენია, მაგრამ ამ მატჩიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანო.

რაიანმა დაუჯერებლად ითამაშა 12 ბრეიქ-პოინტზე. ის მაიძულებდა, ბევრი დარტყმა გამეკეთებინა, რაც მას საკმაოდ ეხმარებოდა. საერთო ჯამში, ამ კვირას მან კარგად ითამაშა", - თქვა ბასილაშვილმა ტურის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი "დელრეი ბიჩის" ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე 38 წლის გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა.
ეს არასწორია!
იბერიელი
23 თებერვალი 2017 13:22
0
ყველაფერი რაც ამ სტატიაშია,. დაწერილია მხოლოდ ბასილაშვილზე. ასე რომ ყველაფერი სწორია. წინაამღდეგ შემთხვევაში დაწერდენ, რომ არცერთი ქართველი ჩოგბურთელი და ა.შ.
აქვსენტი
21 თებერვალი 2017 14:16
0
ამაზე მაღლა ქართველები ყოფილან: დამუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ირაკლი ლაბაძე - 42-ე; რადგან მითითება მამაკაცებზე არ გაქვთ ქალებს შორის - ლეილა მესხი - მე-12; ანა ტატიშვილი - 50-ე; საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე მეტრეველი - მე-9 და კიდე სხვები
ვახ ქვენი ზუსტი მონაცემები
21 თებერვალი 2017 11:38
0
რატომ წერთ ტყუილებს? ირაკლი ლაბაძე 42-ე იყო. ვიკიპედია მაინც შეამოწმეთ ან დაგუგლეთ, ინფორმაციას სანამ დადებთ, მანამდე არ ამოწმებთ? :) ბასილაშვილი ლაბაძეს გადაუსწრებს ძალიან მალე, ისეთი მაგარია, მაგრა ეს როგორ დაწერეთ? "აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია ATP-ის რეიტინგში. ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა."
გიორგი
21 თებერვალი 2017 09:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული